ქუთაისის შემდეგ რუსთავი2-ის კონცერტი ფოთშიც აღარ გაიმართება. დაანონსებული კონცერტის არჩატარების გადაწყვეტილება ამჯერადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ამ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მურმან დუმბაძე, გამოეხმაურა.
„მერი გამოსაყვანია მერიის კაბინეტიდან და პანჩურია ამოსაკვრელი. კანონი არ მუშაობს, უკანონო ხელისუფლებაა. ვინც უნდა, იმან გამართოს კონცერტი. პირიქით, რაც მეტი კონცერტი გაიმართება, რაც მეტი შოუ დაიდგმება, რუსთავი2 იქნება, თუ იმედი, ა თუ ბ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ცუდად იქცევა ქალაქის მერი, ცუდად დაამთავრებს," - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი