20 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
სოფელ ჰერეთისკარში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას განაგრძობს. ფონდმა კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.5 მილიონი ლარია.

"აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს დასრულდა ჰერეთისკარის საჯარო სკოლა., რომელიც 2019 წელს დაიწყო. სკოლა არის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი. ადაპტირებულია შშმ პირებზე,"-აცხადებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე.

დღის ამბები