უზბეკი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. მათ ტურიზმის ადმინისტრაცია მასპინძლობს. ტურის განმავლობაში ბლოგერები სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს ატვირთავენ, რომელსაც ათიათასობით მიმდევარი იხილავს.
პრეს-ტურის თერთმეტი მონაწილე ანანურს, სტეფანწმინდას, ახალციხესა და ვარძიას ეწვევიან.