იაპონიის მხარემ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამედროვე ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანები გადასცა. სოფლის მეურნეობის მინისტრი, იაპონიის ელჩს საქართველოში, აკირა იმამურას შეხვდა.
ოთარ შამუგიამ ქვეყანაში კოოპერატივების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. იაპონიის ელჩმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართულ აგროსასურსათო პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დიდი პოტენციალი აქვს.