20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, მიშა გამოუშვას - ბუბა კიკაბიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბუბა კიკაბიძემ რუსთავის ციხეში საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მოინახულა. საპატიმროში ვიზიტის შემდეგ კი მომღერალმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის ერთი კარგი საქმის გაკეთება მაინც სურს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოუშვას.

როგორც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბუბა კიკაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან მიხეილ სააკაშვილთან სტუმრობისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.

"უკრაინაზე ვილაპარაკეთ. ჩვენი პარლამენტი ელოდება მოიგებს თუ არა პუტინი კიევში. თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, იმიტომ რომ უპატრონობაა,"- თქვა ბუბა კიკაბიძე. 

დღის ამბები