კახეთში მეღვინეობა ხარებას ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს მოეკიდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ფოიერვერკია, რომელიც ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლის შენობებზე გადადების საშიშროება არ არსებობს და არც არავინ დაშავებულა.
თემის დეტალები ნახეთ დილის კურიერში.