ზესტაფონში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთების და მედიკამენტების შეძენა მოხდა.
აქციაში საჯარო მოხელეებთან ერთად, მოქალაქეები, კერძო სექტორი და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. შექმნილია ასევე საგანგებო ფონდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა