20 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
ხანძარი "მეღვინეობა ხარებას" მიმდებარე ტერიტორიაზე ლოკალიზებულია

ხანძარი ყვარლის რაიონში - ცეცხლი კომპლექს მეღვინეობა ხარებას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, სავარუდო მიზეზი რესტორნის სტუმრების მიერ ჰაერში რამდენჯერმე გასროლილი ფოიერვერკია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა კომპლექსიდან თანამშრომლებისა და სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა.

ცეცხლის რამდენიმე კერის ლოკალიზება მალევე მოხდა, თუმცა მწვანე საფარის გამო ხანძარი ტყის მასივზე მაინც გავრცელდა.

ხანძრის ჩაქრობას თელავის, გურჯაანის და ყვარლის ბრიგადები ცდილობდნენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში საკუთარი ძალებით მონაწილეობდნენ ადგილობრივებიც.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები