20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
არ დაუჯეროთ სატელეფონო ზარებს, თუ საპატრიარქოს სახელით გასაყიდ ნივთებს გთავაზობენ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებს, არ დაუჯერონ სატელეფონო ზარებს, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას თითქოს და პატრიარქის კურთხევით სთავაზობენ გასაყიდ ნივთებს. 

"გახშირდა საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევები.

სატელეფონო ზარის მეშვეობით, მოქალაქეებს, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, მათ შორის, მოოქრულ, თვლებით მოჭედილ ბიბლიას, ან ძვირადღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ - საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას, ან კურთხევას, მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისათვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან. სავარაუდოდ, მავანთა მხრიდან აღნიშნული ქმედებების მიზანია ნივთების გასაყიდად მოსახლეობის ნდობის მოპოვება," - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დღის ამბები