სადაო მიწის ფართობის გამო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ხმაური იყო. მიწის ოფიციალურმა მფლობელმა ადგილზე დღეს დილიდან ტრაქტორი მიიყვანა და მიწის დამუშავება სცადა, რასაც სოფლის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მათ ტრაქტორი გააჩერეს და მუშაობის გაგრძელების უფლება არ მისცეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია სოფელს ეკუთვნის, მოსახლეობა მას საქონლის საძოვრად იყენებს და არავის დაუთმობენ. თავის მხრივ ბრძოლას არ წყვეტს ინვესტორი, რომელიც ფართობზე ვაშლის ბაღის გაშენებას გეგმავს. ადგილზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალებიც.