20 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
"გვაქვს მართლაც საგანგაშო მდგომარეობა," - "პარტიზანი მებაღეები" საკრებულოში მიდიან

"პარტიზანი მებაღეები" დღეს საკრებულოში მიდიან, მათი ინიციატივით შეხვედრა ალეკო ელისაშვილთან იმართება. განიხილება თბილისისა და მისი შემოგარენის მწვანე საფარის მასობრივი ხმობისა და ამ პრობლემის გადაჭრის საკითხები.

შეხვედრაზე მიწვეული არიან მერიის, პარლამენტის, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობოები.

"გვაქვს მართალაც საგანგაშო მდგომარეობა. რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს და რა რის მერე უნდა გაკეთდეს, რომ ეს ტყე გადავარჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დავდგებით," - განაცხადა მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.

 

 

 

 
დღის ამბები