გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში „ჯემ ფესტის“ მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.
ფესტივალი 18 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება. ტერიტორიაზე სპეციალურად აშენდა 5 სცენა, კარვების ქალაქი, აგრეთვე კინოთეატრი ღია ცის ქვეშ.
ქართული ელექტრონული მუსიკოს ფესტივალი 30 ივლისს გაიხსნება და 7 აგვისტომდე გაგრძელდება.
გიორგი კვირიკაშვილს ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოები გუბერნატორმა და ფესტივალის ორგანიზატორმა დაათვალიერებინეს.