შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს მძიმედ დაშავებული 8 წლის დათის დასახმარებლად საზოგადოება ერთიანდება. ახლა დათის და მის ოჯახს სწორედ საზოგადოების თანადგომა სჭირდებათ.
31 მარტს, დათი დილით შარტავას ქუჩაზე სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, ბავშვი ტროტუარზე იდგა, მას ცალი კიდურის ამპუტაცია დასჭირდა, ახლა კი სიცოცხლისთვის იბრძვის.
წინ მკურნალობის გრძელი გზა აქვს გასავლელი. იაშვილის კლინიკაში 8 წლის დათის 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი სრული რეაბილიტაციისთვის ისრაელის კლინიკაში დაუყონებლივ გადაყვანაა აუცილებელი, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ბავშვის სიცოცხლისთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია!
დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ მითითებულ ანგარიშებზე:
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: GE05TB7962745064300024
BOG: GE90BG0000000101545483
დათისთვის