20 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ომბუდსმენი იზიარებს არასამთავრობოების ინიციატივას უფლებამოსილების გაზრდაზე

სახალხო დამცველი იზიარებს არასამთავრობოების რეკომენდაციებს. სამოქალაქო სექტორი ომბუდსმენისთვის უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს.

არასამთავრობოები კოალიციაში ”თანასწორობისთვის” თვლიან, რომ სახალხო დამცველს კანონის აღსრულების და საჭიროების შემთხვევაში დაჯარიმების უფლება უნდა მიეცეს.

„ჩვენც ვიზიარებთ და სწორედ ამიტომ ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს, იმისათვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს დისკრიმინაციის გამოვლენის მექანიზმი. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ სასამართლოსადმი მიმართვამ არ უნდა აიძულოს მოქალაქე, რომ შეწყვიტოს სახალხო დამცველისადმი მიმართვა დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, ისევე როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით,“ - განმარტა უჩა ნანუაშვილმა.

როგორ სრულდება ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონი - ერთი წლის მონიტორინგის შედეგებს კოალიცია ”თანასწორობისთვის” რამდენიმე წუთში წარმოადგენს. შეხვედრის მონაწილეები სასატუმრო "რუმსში" უკვე იკრიბებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები კანონში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. შენიშვნებთან ერთად მასში წარმოადგენილია რეკომენდაციებიც - სამოქალაქო სექტორი ომბუდსმენისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭებას ემხრობა. 

 
დღის ამბები