ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0857 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა.
ლარმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც.
სების მონაცემების მიხედვით, 5 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ევროს კურსი 3.3822 გახდა. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0176 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 6 აპრილიდან შევა.