თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2015 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტის ბაკალავრიატი წელს 3 ათასამდე სტუდენტმა დაამთავრა.
საზეიმო ცერემონია უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.