20 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
საქართველოში მომდევნო 10 დღის განმავლობაში მაღალ ტემპერატურას ელოდებიან

საქართველოში მომდევნო 10 დღის განმავლობაში მაღალ ტემპერატურას ელოდებიან. ამასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. ცენტრის ხელმძღვანელი სამუშაოს შეჩერების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებით არ არსებობს არავითარი ნორმა, რომელიც სხვადასხვა გარე ტემპერატურის დროს კრძალავდეს ან აჩერებდეს სამსახურებს. საქართველოში არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელის მიხედვითაც დამსაქმებლებს ევალებათ, რომ დასაქმებულებს შეუქმნან სამუშაო პირობების კომფორტული რეჟიმი,“ - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მაღალი რისკ ჯგუფების წარმოამდგენლებისთვის სპეციალისტების რეკომენდაციებს აძლევენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ბევრი სითხის მიღებისა და დიდი ხნის განმავლობაში მზეზე ყოფნისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

 
დღის ამბები