თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ თბილსის მერია გამოთქვამს მზადყოფნას ეკონომიკის სამინიტროს და პროკურატურის მომართვის შედეგად, 2010 წელს მოქალაქე ივანე მახარაშვილისთვის ჩამორთმეული ათას 20 კვ.მ. მიწა დაუბრუნდეს მას პირად საკუთრებაში.
„როდესაც ბატონ ივანე მახარაშვილს დაათმობინეს ეს ქონება, მისი შვილი იყო დაჭერილი და შესაბამისად იმ დროინდელი პროკურორის პირველი მოადგილის განკარგულებით მოხდა აღნიშნული დათმობა. მიმართვა, რომელიც იქნება განხორციელებული გენერალური პროკურატურიდან და ეკონომიკის სამინისტროდან, მყისიერად იქნება ჩვენი მხრიდან აღსრულებული,“ - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქოენების ჩამორთმევის საკითხს დავით ნარმანიაც გამოეხმაურა.
„ადამიანებს იძულების წესით, რაც თავის დროზე დაათმობინეს, იმ დროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, ყველა ის საკითხები მივიყვანოთ ბოლომდე და რაც შეიძლება მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში ჩვენს თანამოქალაქეებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.