02 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღე - ასპარეზობაში ჩაერთნენ მძლეოსნები და მოცურავეები

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მესამე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, ასპარეზობაში უკვე ჩაერთნენ მძლეოსნები და მოცურავეები.

მზიურის კორტებზე კი საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო, სადაც ორი ეტაპი წარმატებით დაძლია ოთხივე ქართველმა ჩოგბურთელმა. თუმცა ამ წუთებში მოწინააღმდეგესთან ქართველი ჩოგბურთელები მარცხდებიან.

ჩოგბურთელთა ტურნირი დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. ცენტრალურ კორტზე ამ დროისთვის დავით ჭელიძე რუმინელ კოლეგას ეთამაშება.

ცოტახანში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყება. სამი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება წარმატების მოპოვებას.

მიმდინარე თამაშებზე, საქართველოს ოლიმპიურ ნაკერებს პირველი მნედლები სწორედ ძიუდოისტებმა შესძინეს.

 
დღის ამბები