20 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
თბილისის ათ ქუჩას 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების სახელები დაერქმევა

თბილისის ათ ქუჩას 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების სახელები დაერქმევა. გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე უნდა მიიღონ. ამით კი დეპუტატები კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს. მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას ახსოვდეს 9 აპრილის გმირების სახელები.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. მოვლენებს შეეწირა 21 ადამიანის სიცოცხლე და დაშავდა 427 მოქალაქე.

 
დღის ამბები