მინდელის ქუჩაზე სახელმწიფო მფლობელობაში არსებული 10 ათას 688 კვადრატული მეტრის მიწის ფართობზე ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი განსაკუთრებით ხელსაყრელია დეველოპერული მიზნისთვის, ასევე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
ელექტრონული აუქციონი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა, ქონების და მართვის სააგენტომ გამოაცხადა. საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი ღირებულება 2 მილიონ 150 ათასს დოლარს შეადგენს.
“მიწის ნაკვეთი მდებარეობს საზოგადოებრივ საქმიან ზონაში და გააჩნია განსაკუთრებით მაღალი განაშენიანების კოეფიციენტი, რაც იძლევა საკმაოდ მაღალსართულიანი მშენებლობის შესაძლებლობას,“ - ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა.