ფილიპე ბაბაიანისა და არტურ ოგანეზოვის საქმეში ახალი მტკიცებულებების დამატებას ადვოკატი არ გამორცხავს. საუბარია იმ ვიდეო მასალაზე, რომელიც პროკურატურას მტკიცებულების სახით ამ დრომდე საქმისთვის არ დაურთავს.
„ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც დამნაშავეა,“ - აცხადებს ფილიპე ბაბაიანი.
მსჯავრდებულების ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მათ საქმეში მოწმეები ცრუ ჩვენებებს აძლევენ, რაზეც პროკურატურას ამ დრომდე რეაგირება არ ქონია.
"ჩვენს წინააღმდეგ ჩართულია შს და სასჯელაღსრულების სამინისტროები, ასევე პროკურატურა. საქმეში ვხედავთ ისეთ მოწმეებს, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ, თუმცა პროკურატურა და შსს ამაზე არ რეაგირებს," - განმარტა ალექსანდრე ბიგაიძემ.
ბაბაიანი და ოგანეზოვი ამ დროისთვის პატიმრობაში აღარ იმყოფებიან, ისინი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა საქმეზე გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.