ევროპის უნივერსიტეტში 9 აპრილთან დაკავშირებით ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის ფარგლებში საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა: "მრგვალი მაგიდის გარშემო აღორძინებული ეროვნული მოძრაობა", "ეროვნული მოძრაობის 5 ლიდერი" და "უიარაღო ბრძოლა წითელი არმიის პირისპირ" ლექციაზე კინოჩვენებაც გაიმართა, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნა.
აუცილებელია 9აპრილის მოვლენასთან დაკავშირებით მეტი ვილაპარაკოთ სხვადასხვა ასპექტით სხვადასხვა კუთხით, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც უდიდესი შედეგები მოიტანა ქვეყნისთვის,"- აცხადებს ფილოსოფიის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი.