20 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
”მეღვინეობა ხარებაში” ტურისტულ კომპლექს ”გვირაბში” გაჩენილ ხანძარს არ ადასტურებენ

გვიან ღამით კახეთში გაჩენილ ხანძარს მეღვინეობა ხარებაში გამოეხმაურნენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცეცხლი ტურისტულ კომპლექს ”გვირაბში” გაჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომპანია მეღვინეობა ხარებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის ირინა მაჩურიშვილის განმარტებით, ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და სამაშველო სამსახურებმა ოპერატიულად მოახერხეს მისი ლიკვიდაცია.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები