20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
უკრაინის საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვითარებაში გარკვევა ვთხოვეთ - პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი განცხადებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გუშინ, 7 აპრილს გაეგზავნა უკრაინის რადას თავმჯდომარის მოსაწვევი წერილი, რომელზეც მას პასუხი არ მიუღია - სიმართლეს არ შეესაბამება.

"წერილი არა თუ გუშინ, არამედ დღესაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ბრიფინგის დროსაც კი არ იყო პარლამენტში შემოსული.

საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

იმედს ვიტოვებთ, საქართველოში უკრაინის საელჩო მომავალში თავიდან აიცილებს მსგავს გაუგებრობას. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ყოველთვის ღია და მზად არის საელჩოსთან შესაბამისი კომუნიკაციისთვის.

აქვე, გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე," - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები