გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს პერიოდში მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში 39 გრადუსი იქნება, ამ დროისთვის კი 36 გრადუსი ფიქსირდება.
სააგენტოს განმარტებით, ბენზოგასამართ სადგურებზე დამონტაჟებული თერმომეტრები არაზუსტია და ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში 41 გრადუსს არ აღწევს.