20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ქაშუეთის ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

33 წელი 9 აპრილის ტრაგიკული ღამიდან. 1989 წელს სწორედ ამ დღეს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. შედეგად 21 მოქალაქე დაიღუპა. დღეს ქაშუეთის ტაძარში დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილზე იყო მისული საქართველოს პრეზიდენტიც.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, 9 აპრილის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პატრიარქის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც ამ დღეს უწოდა, როგორც გლოვის, ასევე ზეიმის დღეც.

"კათოლიკოს-ატრიარქმა ილია მეორემ ერთხელ ბრძანა, რომ 9 აპრილი ეს არის ერთის მხრივ გლოვის დღე, მაგრამ ამავე დროს ეს არის ზეიმის დღეც და ჩვენი სულიერი ამაღლების დღე. ჩვენ ერთის მხრივ მწუხარებით ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, მაგრამ მეორეს მხრივ ამ დღეს გამოვლინდა ის, რაც არის უმთავრესი თვისება ნებისმიერი ერის, რომელსაც სურს სულიერი გადარჩენა, ესაა თავგანწირვა სამშობლოსთვის და მოყვასისთვის," - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს დღე იყო ქართველთა ერთიანობის დღე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ იქნეს დავიწყებული ქვეყნის თავისუფლებას შეწირული ხალხი.

დღის ამბები