აკადემიური ჟესტური ენის განვითარებისთვის გაწეული სამუშაოები, შეაჯამეს განათლების სამინისტროში. სპეციალისტებმა ნორვეგიის განათლების სამინსიტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, ინკლუზიური განათლების დანერგვისა და გადამზადების პროცესიც შეაფასეს.
დღესვე გაიმართა იმ ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომელზეც 15 პროფესიული პროგრამისთვის განკუთვნილი 2 ათას 748 ჟესტი განთავსდა.
„პროფესიული საგანმანათლებო დაწესებულებები უკვე აღჭურვილია ყველა იმ რესურსით, იმისათვის რომ მოხდეს ასეთი ადამიანების სრულფასოვანი მომსახურება,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.