ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. 76 საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის 5 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. ის თანამდებობას 2017 წლის აპრილიდან იკავებს.
ანატოლი ბიბილოვის კონკურენტები კი პარტია "ნიხასის" წევრი ალან გაგლოევი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ტასოევი, დეპუტატი გარი მულდაროვი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ პლიევი არიან. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 32 ათასზე მეტი ამომრჩეველი.