20 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე დღეს გაეროს ბავშვთა ფონდის, სახალხო დამცველის ოფისის, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში იმსჯელეს.

შეხვედრის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის”, 6 თვის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში ამ თემაზე სამართლებრივი კვლევა განახორციელა.

ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ორგანიზაცია მონიტორინგს პენიტენციურ სისტემაში სახელმწიფო უწყებების მიერ ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესს გაუწევს.

 

 

 
დღის ამბები