გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ბოლნისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.
პროექტის დასრულების შემდეგ ბოლნისის მოსახლეობა დღეში 7-8 საათიანი წყალმომარაგების გრაფიკის ნაცვლად, 18-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 40 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა 2016 წელს დასრულდება.