გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს.
ახალგარემონტებული ფართი ცენტრის დირექტორმა და კახეთის გუბერნატორმა მოინახულეს.
ახალ ადმინისტრაციულ შენობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გურჯაანის რაიონული ცენტრის პერსონალისთვის გამოყოფილია სამზარეულო, სველი წერტილები, სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები.
ამ დრომდე, ისინი ერთ-ერთი კერძო კლინიკის ტექნიკურ სართულზე იყვნენ განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.