20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
დავით ბაქრაძე საგარეჯოს მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო - 5 სართულიან კორპუსს წყალი წლებია არ მიეწოდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი - დავით ბაქრაძე საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ადგილობრივების ძირითად პრობლემას წყალი წარმოადგენს, რომელიც წლებია 5 სართულიანი კორპუსის მოსახლეობას არ მიეწოდება.

სასმელი წყალი მხოლოდ კორპუსის მისადგომებამდეა დაბალი წნევით გაყვანილი, თუმცა ოჯახებს, ინდივიდუალურად არ მიეწოდებათ.

დავით ბაქრაძემ ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა.

 
დღის ამბები