თბილისის მეტროსადგურში, მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, გარკვეული მიმართულებებით მეტროთი გადაადგილება დროებით შეფერხებულია. მატარებელი დროებით ჩიხშია შეყვანილი.
კონკრეტულად, მოძრაობა შეფერხებულია სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო მესტროსადგურ "ახმეტელის" მიმართულებით მატარებლების გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
აღნიშნულის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა "რუსთავი 2"-თან აღნიშნა. მისივე თქმით, პრობლემა უახლოეს 15-20 წუთში აღმოიფხვრება.
"მატარებლები მოძრაობენ ზონალურად თბილისის მეტროს პირველ ხაზზე. მგზავრებს ვემსახურებით სადგურის მოედნიდან ახმეტელის მეტრომდე, ხოლო სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა არ ხორციელდება. ვვარაუდობთ, რომ 15 წუთი მაინც დასჭირდება," - ამბობს ლელა სეთურიძე.