20 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
კალათბურთში რუსეთის ვერცერთი ასაკობრივი ნაკრები საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნა.

რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში ამის შესახებ ოფიციალური წერილი მივიდა და მიზეზად კალათბურთის ფედერაციაში არაკანონიერი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის გამართვის შედეგად ატეხილი სკანდალი სახელდება.

ფიბას აღმასრულებელი კომიტეტი აღნიშნულ საკითხს ტოკიოში 8-9 აგვისტოს დანიშნულ სხდომაზე განიხილავს, სადაც რუსეთის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც იქნებიან, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

იქამდე კი რუსეთის 18-წლამდე ნაკრები ევროპის ქალთა ჩემპიონატს გამოტოვებს, რომელიც სტარტს ხვალ აიღებს.

 

 

 
დღის ამბები