20 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ქართველების პირველი ოქრო - რობიზონ ბეგლარიშვილი გამარჯვებულია

"თბილისი2015"-ის ფარგლებში საქართველომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადაზე პირველი ოქროსმედალოსანი  ქართველი ძიუდოისტი, რობიზონ ბეგლარიშვილია. 

მან რამდენიმე წუთის წინ წმინდა გდებით იტალიელი ძიუდოისტი დაამარცხა.

ბეგლარიშვილი 60 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 

აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადის ფარგლებში ყველა შეხვედრა იპონით მოიგო. 

"ძალიან მნიშვნელოვანი ეს გამარჯვება. ჩემი გულშემატკივარი გახარებულია და მეც ძალიან ბედნიერი ვარ,"- აცხადებს რობიზონ ბეგლარიშვილი.

 

 

ავტორი: დავით ერაძე

 

 

 

 
დღის ამბები