"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" პროგრამას საქართველოს მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან ერთად, კახეთში იმყოფებოდა. მხარეები განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. შეხვედრა გაიმართა სასკოლო პროექტების კონკურსის გამარჯვებულებთანაც.