ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში ისრაელის ელჩი ეწვია. რან გიდორმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია საქართველო-ისრაელს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ წაიკითხა.
ელჩმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან მომავალ გეგმებსა და მიმდინარე მემორანდუმების ფარგლებში დაგეგმილ თანამშრომლობაზე იმსჯელა.