USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სემინარი გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მმართველობის მოდელზე ისაუბრეს და გაეცნენ კიბერუსაფრთხოების პრაქტიკას ენერგეტიკის სფეროში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID-საქართველოს მისიის დირექტორი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.