20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
რუსეთი მამუკა მამულაშვილის შემდეგ "ქართულ ლეგიონის" სხვა წევრების წინააღმდეგაც აპირებს საქმის აღძვრას - ვინ მოხვდა სიაში 

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში მებრძოლი "ქართულ ლეგიონის" მეთაურის მამუკა მამულაშვილის შემდეგ ლეგიონის სხვა წევრების წინააღმდეგაც აპირებს საქმის აღძვრას. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

როგორც ოკუპანტი ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის აცხადებს, "ქართულ ლეგიონში" მებრძოლი იდენტიფიცირებული 24-ვე დაქირავებული პირი საქართველოს მოქალაქეა. საგამოძიებო კომიტეტი მათ ვინაობასაც აქვეყნებს - ლევან ფიფია, ლაშა რუხაია, ლევონ აირაპეტიანი, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი, ვეკა აფრესოვი, ელგუჯა ბაგრატიონი, ვახტანგ ბარაბაძე, გიორგი ბარამიძე, ბექა ბასილაია, ზურაბ ბედოშვილი, გელა ბელაშაძე, მიხეილ ბენდელიანი,, აკაკი ბერიანიძე, გია ბერიაშვილი დემ ბეჟიკელაშვილი, ნიკა ბლუაშვილი, რატი ბურდული, გელა ერაძე, თამაზ ჩიქოვანი, ბადრი ჩოფლიანი, რუსლან დავითაძე, მიხალ დემეტრაშვილი, შოთა დემეტრაშვილი.

"მათი ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებულთა მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში)"- აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.

მანამდე მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ ოკუპანტმა ქვეყანამ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე  (მებრძოლთა დაქირავება და მათი მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) და 282-ე მუხლით (ჯარისკაცების სოციალური ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივება) აღძრა.

დღის ამბები