20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
"ლელო" მზადაა, გაემგზავროს უკრაინაში როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე ოპოზიციური პარტიების დელეგაციებთან ერთად 

"ლელო" მზადაა, გაემგზავროს უკრაინაში როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე ოპოზიციური პარტიების დელეგაციებთან ერთად.

როგორც პარტია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, შალვა პაპაშვილის ვიზიტი უკრაინაში განსაცდელში მყოფი ხალხისადმი სრულიად საქართველოს თანადგომის უპირობო დემონსტრირების დასაწყისი უნდა გახდეს.

"საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და ზოგადსაკაცობრიო იდეალებიდან გამომდინარე, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყების პირველი დღიდან "ლელო" აქტიურად მონაწილეობს უკრაინის მხარდასაჭერ ყველა ღონისძიებაში, მიუხედავად მათი ორგანიზატორისა და ფორმატისა.

ვთვლით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი უნდა გახდეს უდიდეს განსაცდელში მყოფი უკრაინელი ხალხისადმი სრულიად საქართველოს თანადგომის უპირობო დემონსტრირების დასაწყისი. სამწუხაროდ, ეს ხდება თვენახევრის დაგვიანებით და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის მიყენებული უდიდესი ზიანის შემდეგ, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, მათ შორის, ჩვენი ძალისხმევითაც. შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში,"- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები