თბილისის საკრებულოში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თამარ მეფის სახელობის დარბაზში დედა-ენის სხვადასხვა გამოცემა გამოიფინა. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი პოსტერები, რომელზეც ასახულია იაკობ გოგებაშვილის დედაენის შექმნის, დამუშავებისა და საბოლოო რედაქტირების პროცესი.