გამარტივებული საქმის წარმოების ელექტრონული პორტალი უკვე მოქმედებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიადევნონ თვალ-ყური მათი საქმის მიმდინარეობას, საქმისმწარმოებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და წარმოების ეტაპებს.
უახლოეს პერიოდში პორტალს კიდევ უფრო მეტი ფუნქციები დაემატება. პორტალის პრეზენტაციას იუსტიციის სამინისტროს, ფინანსური ინსტიტუტებისა და ბანკების წარმომადგენლები დაესწრნენ.