20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
საქართველო-გერმანია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს აღნიშნავს

დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი, - საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო წელთან დაკავშირებით, პანელური დისკუსია გაიმართა. რომელიც მიეძღვნა გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გენშერის ისტორიულ ვიზიტს საქართველოში. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და გერმანიის ელჩმა. 

"დღეს ჩვენ ვზეიმობთ გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰანს გენშერის საქართველოში ვიზიტისა და ასევე საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია რომ საქართველოში ვიმყოფები. აქ გერმანიის ძალიან ბევრი მეგობარია, ისევე როგორც გერმანიაში არის საქართველოს ბევრი მეგობარი. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ საზეიმო ღონისძიებას ვესწრებით," - ამბობს ჰუბერტ ქნირში

დღის ამბები