20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ომის გამო საქართველოში ჩარჩენილ ასამდე უკრაინულ ოჯახს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა პირველადი საჭიროების ტექნიკა და ნივთები გადასცა

საქართველოს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელები საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს შეხვდნენ.

ფონდის გადაწყვეტილებით ორ სასტუმროში დროებით შესახლებულ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პირველადი საჭიროების ტექნიკა და ნივთები გადაეცათ. დახმარება მხოლოდ ტექნიკით არ შემოიფარგლება, ფონდისა და სპორტკომპლექს "არენას" ერთობლივი გადაწყვეტილებით უკრაინელები სპორტ-კომპლექსში პროფესიის მიხედვით დასაქმდებიან.

უკვე მიღებულია გადაწყვეტილება 5 ადამიანის სხვადასხვა პოზიციაზე აყვანის შესახებ. ასევე უკრაინის 100-მდე მოქალაქე, მათ შორის ბავშვები "არენას" ყველა სერვისით უფასოდ ისარგებლებს. უზრუნველყოფილი იქნება მსურველების ტრანსპორტირებაც.

დღის ამბები