20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
იქ სადაც სახელმწიფოს საქმე კეთდება, იმ ბორტზე "ნაცმოძრაობის" ადგილი ისევ ვერ გამოიძებნა, ისევ დაიტოვეს თავი თამაშგარე მდგომარეობაში - ბექა ოდიშარია ენმ-ზე

ბუჩაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ეხმიანებიან მმართველ პარტიაში. როგორც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები განმარტავენ, ვიზიტით ორ ქვეყანას შორის გავრცელებულ დეზინფორმაციას წერტილი დაესმევა და საქართველო უკრაინას კიდევ ერთხელ დაუდასტურებს მხარდაჭერას.

"საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში მიემგზავრება იმისათვის, რომ გამოხატოს თავისი სოლიდარობა. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის მხარდაჭერა. რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ზედმეტი ემოციები და ზედმეტი განხილვებია, თუ ის წავა მე აღარ წავალ და ა.შ. ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა იყოს წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციური პარტია, კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.

"როგორც ყოველთვის, იქ სადაც ქართული სახელმწიფოს საქმე კეთდება, იმ ბორტზე "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ისევ ვერ გამოიძებნა, მათ ისევ დაიტოვეს თავი თამაშგარე, თუმცა ვფიქრობ, ამით არ დაზარალდება არც ქართული სახელმწიფო და არც "ქართული ოცნება," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ. 

​​

დღის ამბები