უკრაინიდან დევნილი ბავშვები რუსთავის ბაგა-ბაღებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ჩარიცხვის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.
მიმდინარე წლის 1 იანვრის შემდეგ საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ბაღში ჩასარიცხად, მხოლოდ ბავშვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დასჭირდებათ.
ამ ეტაპზე, რუსთავის ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის სურვილი, თორმეტი უკრაინელი ბავშვის ოჯახმა გამოთქვა.