20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს ნიკოლოზ შანავასა და დავით მენაბდიშვილის ​ კვირას სამხედრო პატივით დაკრძალავენ

ამ წუთებში უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ნიკოლოზ შანავას ცხედარი მის საცხოვრებელ სახლშია დასვენებული, დავით მენაბდიშვილის პანაშვიდი კი რუსთავში, სიონის ტაძარში მიმდინარეობს. ორივე ლოკაციაზე საპატიო ყარაულია განთავსებული. როგორც ცნობილია გარდაცვლილ მებრძოლებს კვირას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გარდაცვლილი მეომრის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ, რიგითი მოქალაქეები, ნათესავები და მეგობრები. მათი თქმით, უკრაინაში წასვლის წინ ნიკა შანავა ამბობდა, რომ ამ გადაწყვეტილებით ის საკუთარ სამშობლოს დაცავდა

ნიკა შანავასთან ერთად, დღეს სამშობლოში ჩამოასვენეს ფრონტის ხაზზე დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი, რომლის ცხედარიც რუსთავში, სიონის ტაძარშია დასვენებული.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის არის ბახვა ჩიქობავაც, რომლის გადმოსვენებაც მარიუპოლის ტერიტორიიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

დღის ამბები