ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფსიქოტროპული მედიკამენტების ინტოქსიკაციით ბოლო პერიოდის განმავლობაში თვეში 50-მდე პაციენტი შედის.
მედიკოსები მსგავსი შემთხვევების გახშირებაზე საუბრობენ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ივლისში მედიკამენტებით ინტოქსიკაციის 241 შემთხვევა დააფიქსირეს. თუმცა, უცნობია, რამდენი პაციენტი იყო ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ.
ზედოზირების ფაქტების მომატებაზე საუბრობენ ნარკოლოგებიც.
რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, წელს ფსიქოტროპული მედიკამენტების არალეგალურად გაყიდვის 69 ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა სააგენტოში მსგავს შემთხვევებზე კონტროლის შემცირებას არ ადასტურებენ.
ფსიქოტროპული ნივთიერებების არალეგალურად გაყიდვის ფაქტებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.
კლინიკებში გახშირებული მიმართვიანობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული დანაშაული შემცირებულია.
ავტორები: თათია ხორბალაძე, ვაჩე გოგოლაშვილი, დათო მაისურაძე, გიორგი შეშაბერიძე.