20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
გამოვლინდა თუ არა მავნე პარაზიტები საქართველოში იმპორტირებულ შოკლადებში- სეს-ი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში სხვადასხვა დასახელების იმპორტირებული შოკოლადის საეჭვო პარტიები არ გამოვლინდა.

სეს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიზნესოპერატორების შემოწმების პროცესი დასრულებულია.

"მიმდინარე წლის 7 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობისგენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენის პროცედურები მყისიერად დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ბიზნესოპერატორების შემოწმების პროცესი დასრულებულია. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა. 

ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების "ქინდერის" შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება,"- ნათქვამია სურსათის უვნებლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები